ქუთაისის მერია: “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ვიდეორგოლში ქუთაისში დაგეგმილი პროექტები ტენდენციურადაა წარმოჩენილი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”  გამოქვეყნა ვიდეორგოლი, ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ვიდეორგოლში ტენდენციურადაა წარმოჩენილი ქუთაისში დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესი და ცალმხრივ, დაუზუსტებელ ინფორმაციას აწვდის მოქალაქეებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნება დაფინანსებული რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო დავა მფგ-სა და შემსრულებელ კომპანიას შორის, რომელმაც დაარღვია პროექტის ეტაპობრივად წარმოდგენის ვადები .  სანამ საკითხი სასამართლოშია, მფგ-ს შეზღუდული აქვს ამ პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადების უფლება.
“დასრულებულია დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შესარჩევი კონკურსიც. კონკურსი საერთაშორისო იყო. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უკვე შეარჩია კომპანია, რომელიც გალერეის რეაბილიტაციას განახორციელებს. მიმდინარეობს ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა.
რაც შეეხება 100 საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და  გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ  , შესაბამის ვადებში დაიწყება კიბის რეაბილიტაცია.
ელექტრომობილების ქარხნის მშენებლ კომპანიას კი, პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, ხელშეკრულების ვადა 2022 წლამდე გაუგრძელდა.
პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის იდეა კერძო ინვესტორს ეკუთვნოდა , რომელმაც  პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის სადგურის ნაცვლად კი,  აეროპორტიდან  რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადგური გარემონტდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები