სერგო ხიდეშელი: ყველა იმ პირობას შევქმნით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც ხელს შეუწყობს მიგრირებული მოსახლეობის უკან, საკუთარ კერაზე დაბრუნებას

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი, მთის რაჭის ისტორიული სოფლების, ღებისა და ჭიორის მოსახლეობას შეხვდა.
ღებისა და ჭიორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, როსტომ ლობჯანიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
მიგრაცია ონის მუნიციპალიტეტის ყველაზე რთული გამოწვევაა და სამწუხაროდ არც ეს სოფლებია გამონაკლისი.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის მხარდაჭერით ყველა იმ პირობას შევქმნით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც ხელს შეუწყობს მიგრირებული მოსახლეობის უკან, საკუთარ კერაზე დაბრუნებას“,- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები