მსოფლიო დასუფთავების კამპანიას სამტრედიის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

მსოფლიო დასუფთავების კამპანიას სამტრედიის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, დასუფთავების აქცია მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები და სახელმწიფო რეგულაციების სრული გათვალისწინებით ჩატარდა.

“ადგილობრივებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა ე.წ ,,ნახალოვკის” დასახლებაში სხვადასხვა ლოკაციები დაასუფთავეს.

კამპანია საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა და მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები