ალეკო გოცაძე ჭიათურაში გახარიას პარტიის დატოვების მიზეზებს განმარტავს: ჩემი ადგილი სახელმწიფო ინტერესების, საკუთარი გუნდისა და დეკლარილებული ღირებულებების მოღალატე ადამიანის გვერდით არ არის

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პროპორციული სიის წევრი, ალეკო გოცაძე პარტიის დატოვების მიზეზს სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტავს.

„სამწუხაროა, რომ ამას დღეს ვწერ და მანამდე ვერ მივხვდი გიორგი გახარიას რეალურ მიზნებსა და დამოკიდებულებებს.
როდესაც აანალიზებ, რომ პარტია, რომელსაც ღირებულებითი თანხვედრის გამო შეუერთდი, სრულად არის აცდენილი შენს მოლოდინებს, ნამდვილად რთულია.
საბოლოო ფაქტი, რომელმაც დამარწმუნა, რომ გახარია მოღალატეა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, კახა კალაძის კონკურენტად, თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება იყო.
შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ გახარიას პარტიას. ჩემი ადგილი სახელმწიფო ინტერესების, საკუთარი გუნდისა და დეკლარილებული ღირებულებების მოღალატე ადამიანის გვერდით არ არის!“, – წერს გოცაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები