ბორჯომში “ევროპული საქართველო” სამმა წევრმა დატოვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაცია სამმა წევრმა დატოვა.

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ბორჯომის საკრებულოს პროპორციული სიის მეექვსე ნომერმა, ცირა გრიგალაშვილმა, მეათე ნომერმა თამაზ მამიჯანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ კევლიშვილმა. სამივე მათგანმა საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და კანდიდატურების რეგისტრაციიდან ჩახსნა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები