საქართველოში მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავა

საქართველოში მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავა. ისინი ოფიციალურ შეხვედრებს სწორედ საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ დაიწყებენ.
ცნობილია, რომ 5-წევრიანი დელეგაცია შეხვედრებს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან გამართავს. აუდიენციისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოში შექმნილ კრიზისზე ისაუბრებენ.
კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან – ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი) და სხვ.
ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.
ს/თ: ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავლენ – ოფიციალური შეხვედრები დღეიდან იწყება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები