რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის ყველა შესაბამისი რესურსი მობილიზებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია თელავში, საკოორდინაციო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა და მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.

რთველი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით შეუდგა.

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რთველის პერიოდში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები