რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების ამოქმედება ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას.

რეფერირების ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი.

რატი ბრეგაძის ინიციატივით, რეფერირების ცენტრი თბილისის გარდა უკვე ქუთაისშიც ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები