მესტიაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებულია 58 ნაგებობა, მათ შორის ძირითადი ნაწილი დამხმარე ნაგებობებია.

ძლიერი წვიმის შედეგად მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაზიანდა სოფელ ლახირშიი მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა ღელემ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები დააზიანა. სტიქია მუნიციპალიტეტში ორი დღის წინ იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები