ჭიათურაში ძაღლების მიერ გედების დაგლეჯვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში ძაღლების მიერ გედების დაგლეჯვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა. გადარჩენილ გედს კი ვეტერინარი მეთვალყურეობს.

“გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.
50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა და სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური და სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით ჭიათურაში “გედების ტბაზე” ძაღლებმა 7 გედი დაგლიჯეს. მათგან 6 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები