ხულოში, სოფელ გელაძეებში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ახალ შენობაში განთავსდება სოფლის ამბულატორია და საჯარო შეხვედრების სივრცე მოეწყობა

სამუშაოების ღირებულება 97 547 ლარს შეადგენს.

პროექტი გარდამავალია, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები