საპატრიარქოს ცნობით, მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს, შეხვედრის დრო დაზუსტებული არ არის.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები