ჭიათურაში 7 გედი ძაღლებმა დაგლიჯეს, ერთი მათგანი გადარჩა

ჭიათურაში გედების ტბაზე ძაღლებმა გედები დაგლიჯეს.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 6 გედი მაშინვე დაიღუპა, ერთი კი გადარჩა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ პატრულირებისას პოლიციამ შენიშნა დაგლეჯილი გედები და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რის შედეგადაც ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.

მათივე თქმით, უმოკლეს დროში დაიგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გედების ტბის მშენებლობა.

“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა. ჭიათურის სავიზიტო ბარათად წოდებულ „გედების ტბაზე “. დაახლოებით ღამის 1 საათზე, პატრულირების დროს, პოლიციამ ცხოველისგან დაგელეჯილი გედები აღმოაჩინა. მათგან 5 უკვე  გარდაცვლილი იყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და კერძოდ, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური მყისიერად ჩაერთო ამ მძიმე პროცესში. გადარჩენილ გედებს პირველადი დახმარება ვეტერინარისგან მაშინვე ჩაუტარდათ. სამწუხაროდ, ერთი გედი დაიღუპა, მეორის გადარჩენა კი მოხერხდა.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, უმოკლეს დროში ჭიათურაში ახალი თანამედროვე გედების ტბის მშენებლობა დაიგეგმება”, – განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები