აუქციონი ბათუმის სტადიონის სახელწოდებაზე – რას სთავაზობენ გამარჯვებულ კომპანიას 1 მილიონის სანაცვლოდ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანიის სახელს საფეხბურთო არენა ატარებს. პირველად საქართველოში, ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი გაძლევთ. უდავოა, რომ ნეიმინგი, მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებული სარეკლამო პრაქტიკაა. სხვადასხვა კომპანიების სახელებს ატარებენ ისეთი ცნობილი სტადიონები, როგორებიცაა: Allianz Arena, Vodafone Arena, Etihad Arena და სხვ.

საერთაშორისო მაგალითებიდან გამომდინარე, სახელის დარქმევის იდეა ჯერ კიდევ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესში დაიბადა და მისი უშუალო განხორციელება მატჩების გამართვასთან ერთად დაიწყო.

სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლებასთან ერთად, თანამშრომლობა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ბენეფიტებს გთავაზობთ: სტადიონის ახალი სახელის მოცულობითი ასოებით განთავსებას გარე პერიმეტრზე, სტადიონის გარე ფასადის კორპორაციულ ფერში განათებას, სტადიონზე მდებარე ბიზნეს-ბოქსით სარგებლობას და სხვ.

ბათუმის ახალი არენა მასშტაბურ სპორტულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და სრულად შეესაბამება UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს. აქ, უკვე აქტიურად იმართება საფეხბურთო მატჩები. 2023 წელს, სტადიონი უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, აქ გამართავს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, იყოთ პირველები მთელ საქართველოში, გახდეთ უპრეცედენტო პროექტის მონაწილე და თქვენი კომპანიის სახელი კიდევ უფრო ცნობადად აქციოთ როგორც ქართულ, ისე – საერთაშორისო ბაზარზე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ელექტრონული აუქციონის განაცხადი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები