აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარაში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონი ტურისტების მოსაღებად მზად არის. ბათუმში დღის განმავლობაში არაერთი გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ზღვის სანაპირო, კოლონადებთან
• ფრანების შოუ სანაპიროზე 12:00 – 20:00
საზაფხულო თეატრთან
• DJ 12:00 – 22:00
• ბალეტი ღია ცის ქვეშ 16:30 – 17:30
ზღვის სანაპირო ანაბანის კოშკთან –
• საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა, ჯაზ ბიგ ბენდის თანხლებით 16:00 – 16: 30
• პანტომიმა – მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით 16:00 -17:30
ანბანის კოშკთან
• მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00
დრამატული თეატრის ეზოში
• სპექტაკლი „ ჰელადოსი“ 20:30 – 22 :00
ბათუმის მუზეუმებში, პეტრასა და გონიოში შესვლა უფასოდ
• 10:00 – 20:00
ბულვარი, კოლონადებთან
• ფოიერვერკი 22:00.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები