“ჩვენ გვინდა “ნამახვანჰესი”, ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა” – წყალტუბოში აქცია გაიმართა

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი “ნამახვანჰესის”  მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ხორციელდება სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.  “ნამახვანჰესის” მშენებლობის მომხრეების თქმით, ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.  აქციის მონაწილეთა ნაწილი ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და აცხადებენ, რომ მუშაობის უფლება არ ეძლევათ.

“ჩვენ გვინდა “ნამახვანჰესი”, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება”,-აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები