ინფო-ტური ისტორიულ სხალთა ხიხანის ხეობაში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ისტორიულ სხალთა-ხიხანის ხეობაში საინფორმაციო-გაცნობითი ტური მოეწყო.

ინფო-ტურის ფარგლებში ახალგაზრდებმა შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, სხალთის მონასტერი, კალოთის ნაეკლესიარი, ციხისყელი, ვარდციხე და ხიხაძირის მეჩეთი მოინახულეს.

ინფო-ტურის მონაწილეებს საოჯახო სასტუმრო „ხიხანმა“ ადგილობრივი ტრადიციული კერძებით უმასპინძლა. ფოლკლორულმა ანსამბლმა „სხალთამ“ სხვდასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები სპორტული თამაშებითაც დაკავდნენ.

საინფორმაციო-გაცნობითი ტური „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი ხულოს LAG-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები