ხულოში 2 ახალი სკოლა შენდება

ხულოს მერია ორ დაწყებით სკოლას აშენებს. ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სკოლები სოფელ ზედა დეკანაშვილებსა და გურძაულში შენდება.

“სოფელ ზედა დეკანაშვილებში დაწყებითი სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანაშრომლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 74 996.55 ლარს შეადგენს. მშენებლობას ხულოს მუნციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს „ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები