გოგი მეშველიანი „სინოვაკით“ აიცრა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით “სინოვაკით” აიცრა.

როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს, პანდემიასთან ბრძოლისა და მისი დამარცხების საუკეთესო საშუალება საყოველთაო ვაქცინაციაა.

„პანდემია, რომ დავამარცხოთ და დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინაციაა.
მადლობა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თითოეულ თანამშრომელს, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგომისა და არაერთი სიცოცხლის გადარჩენისთვის.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები