რუსთავის ავტობაზრობაზე გავენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობისაქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმადროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები