სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ქუთაისის N-4 შერეულ პოლიკლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა.

როგორც ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, ვაქცინაცია არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ერთმანეთის წინაშე.

“ჩვენი საერთო სოლიდარობა უნდა იყოს ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში. ამის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინის გაკეთება, რომელიც ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან მიმდინარეობს და მისი გაკეთება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შუძლიათ.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ და  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით – 15 22.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები