საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.81%-ია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  312 954-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 294 252 მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები