ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 99-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

შეხვედრაზე მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გამოვლენილ ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

ქართული მხარე ასევე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. ბოლო ასეთი ფაქტები დირბი-ტახტისძირისა და ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთებზე მოხდა.

უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც მოითხოვა, გამარტივდეს და აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება და მიეცეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები