„სუფთა რეგიონი-2020″-ის ტიტული კახეთმა მოიპოვა

„სუფთა რეგიონი-2020″-ის ტიტულის მფლობელი, კახეთი გახდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს, რეგიონმა ტიტული მესამედ მოიპოვა.

მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აღნიშნულ კონკურსში, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო მუნიციპალიტეტის სტატუსით დაჯილდოვდა.

“კონკურსი ქვეყნის მასშტაბით, ,,მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.
„სუფთა რეგიონი 2020“-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა და მას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, კახეთის გუბერნატორი დაესწრო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები