გიორგი სურმანიძე: ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები წელსაც განხორციელდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი განაგრძობს მეფუტკრე-ფერმერთა ინფორმირებას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე ირმა აფხაზავა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მერები და მეფუტკრე ფერმერები ესწრებოდნენ.

მეფუტკრე ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, შესაწამლი პრეპარატებისა და ფუტკრის დაცვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები გააცნეს.ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე-ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება.

კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები