ფოთის “აჭარა ტექსტილში” თანამშრომლების ინფიცირების გამო საწარმო დაიხურა

ფოთში სამკერვსლო ფაბრიკაში “აჭარა ტრქსტილი” 50-მდე კოვიდინფიცირებული თანამშრომლის გამო საწარმომ მუშაობა შეაჩერა.

ფაბრიკის დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, ფოთის საწარმო მუშაობას სავარაუდოდ 11 აპრილს განაახლებს.

„როდესაც ჩვენს საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასობრივი ტესტირება. ყოველ მესამე დღეს ვატარებდით ტესტირებას. გამოვლინდა 29 შემთხვევა, ბოლოს გავაკეთეთ „პისიარ“ ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ფოთის საწარმოს. იცით, რომ ოთხი საწარმო გვაქვს საქართველოში, ყველა დანარჩენი ფუნქციონირებს. ფოთის საწარმო სავარაუდოდ 11 აპრილს გაიხსნება“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები