ბათუმში ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა ჟიული შარტავას იუბილესთან დაკავშირებით გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჟიული შარტავა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. ეროვნული გმირის წოდება მას 2004 წელს მიენიჭა. ჟიული შარტავას გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენიც მიანიჭეს. ბათუმში ეროვნული გმირის ბიუსტი გმირთა ხეივანშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები