ბათუმში, 8 მარტს ქალები ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, 8 მარტს, ქალთა დღესთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში ქალებს უფასოდ მოემსახურება.
,,ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობენ, ვინაიდან ძალაშია კომენდანტის საათი. ამ დღეს ავტობუსები ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება. ბათუმის ავტოტრანსპორტი ულოცავს ქალებს, ქალთა საერთაშორისო დღეს“,-განაცხადეს ბათუმის ავტოტრანსპორტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები