დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) სეპარატისტებმა დახვრიტეს.

სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები