გიორგი სურმანიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და მოადგილე ირმა აფხაზავა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA კოორდინატორს ნეჯელა დემირდაღის შეხვდნენ.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო პროექტები და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, TIKA-ს კოორდინატორმა ფერმერებისთვის გამოცდილების, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი სურმანიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები