ომარ ტაკიძემ, დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კულტურის სფეროში მოღვაწე, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარსა და მრავალშვილიან დედას, ქეთევან ტარიელაძეს დედის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ქეთევან ტარიელაძე 40 წელზე მეტი სოფელ ტაკიძეების ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მას, უდავოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის თაობების სრულფასოვანი აღზრდის საქმეში. ქალბატონ ქეთევანს ხუთი შვილი, 12 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები