თბილისი 192, იმერეთი 71- კოვიდსტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 33, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 172-მა პაციენტმა დაამარცხა, 10 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 262 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 253 ინფიცირებული, გარდაიცვალა – 3 563 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები