ომარ ტაკიძემ დამსახურებულ პედაგოგს დედის დღე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, დამსახურებულ პედაგოგს ნინო გოგიჩაიშვილს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ნინო გოგიჩაიშვილი 42 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. დაბა შუახევისა და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაში მათემატიკას ასწავლის. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ასევე ჭვანისა და ხიჭაურის საჯარო სკოლებში. წამყვან მასწავლებელს, მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი.
„დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მეტი შვილის ამღზრდელი დედები არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას“-განაცხადა ომარ ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები