ალექსანდრე სარიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დედის დღე მიულოცა.
“გილოცავთ დედის დღეს. განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ საკუთარი შვილების სიცოცხლე შესწირეთ სამშობლოს ერთიანობას. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.


სამშობლოს დასაცავად დაღუპულთა დედებს მუნიციპალიტეტის მერიამ 200-200 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები