შუახევის მერიამ ომში დაღუპულ გმირთა დედებს 3 მარტი მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილე რუსუდან შვაძესა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხელმძღვანელმა პირებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ, სოფელ ბუთურაულში იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, ბარათაულში ამირან მამალაძის დედას მარინა მიქელაძეს, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფრიდონ მახარაძის დედას გუგული მახარაძეს, დედის დღე მიულოცეს და სიმბოლირი საჩუქარი გადასცეს.
,,გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. ქედს ვიხრით თქვენი ფასადაუდებელი ღვაწლისა და მისიის წინაშე. მუდამ შემართებით, სითბოთი და სიყვარულით გეკეთებინოთ ის დიდი და კეთილი საქმე, რომელსაც მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის“ – განაცხადა ომარ ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები