აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 180 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 30, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება კი 4 ინფიცირებული იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროებში 34 პირია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეში 24, თვითიზოლაციაში იმყოფება 407 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები