შუახევის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.

“თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც რწმუნებულებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, დავალება მისცა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები