“ ყველა დეტალს თავისუფლად იხსენებდა, მშვიდად” – რას ამბობს სოცმუშაკი, რომელმაც 14 წლის ნინი გამოკითხა

ქობულეთში,14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეზე პოლიციის განყოფილებაში სოც-მუშაკიც გამოიკითხა. თამარ ღუნაშვილის თქმით, გოგონასთან პირველი კომინიკაცია 10 დეკემბერს ჰქონდა. ამბობს, რომ ნინის განყოფილბაში შეხვდა, როდესაც გამოკითხვაზე დაიბარეს.
,,მანამდე ამაზე არაფერი ვიცოდი, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზედა ბავშვი არაფერს არ აღნიშნავდა.
გარეგნული დათვალიერებით ყელზე,ხელებზე სახეზე ძალადობის მსგავსი რამ ნინისთვის არ შემიმჩნევია, რა თქმა უნდა, ვერ დავუთვალიერებდი მთლიან სხეულს ამის უფლება მე არ მქონდა, ხოლო გარეგნული დათვალიერებით არაფერი ემჩნეოდა. თვითონაც არ საუბრობდა ამაზე. ყველა დეტალს თავისუფლად იხსენებდა, მშვიდად და ამიტომ ძალადობის ფაქტზე ეჭვი არ შემპარვია. რაც შეეხება დედას, იგი წლების მანძილზე არ გამოჩენილა შვილებთან. არ ქონიათ ურთიერთობა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ჩემთვის არავის მოუმართავს არც დედას. არც არავინ დამიბლოკი აროგორც ეს ნინის დედამ გაავრცელა ინფორმაცია. დედა იმის შესაძლებლობას არ იძლეოდა და სურვილიც არ გამოუთქვამს ნინისთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მე ერთადერთი ის გავაკეთე რომ დავუკავშირდი ნინის დედას და ვთხოვე ჩამოსვლა, რადგან ნინის მოკლებული ჰქონდა ეს მდგომარეობა. იყო ფსიქოლოგის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობაც თუმცა, მოლოდინის რეჟიმში ვიყავით ჩვენ ბავშვის ნების წინააღმდეგ ვერ ვიმოქმედებდით”,- განაცხადა თამარ ღუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები