76 წლის მეგარმონე აჭარიდან, რომლის დამზადებული ინსტრუმენტიც მრავალი უცხოელის კოლექციაში ინახება

ბათუმში მცხოვრები ავთანდილ თავართქილაძე გარმონების კეთებითაა ცნობილი. ინსტრუმენტის განსაკუთრებულ ჟღერადობასა და ვიზუალზე 45 წელია მუშაობს და ქართველების გარდა, მის დამზადებულ გარმონებს არაერთი უცხოელის კოლექციაში შეხვდებით.

“თავიდან აკორდეონებს ვამზადებდი, მერე დავიწყე გარმონების კეთებაც. მასალას მე თვითონ ვარჩევ, ხე უნდა იყოს მსუბუქი და მკვრივი, ამის არჩევა არც ისე იოლია, თუმცა წლებმა და გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა“,-ამბობს ავთანდილ თავართქილაძე.

პატარა სახელოსნოში რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს შემორჩენილი, მათგან ზოგი შეაკეთა, ზოგი კი თავად დაამზადა. როგორც “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, დაზიანებულის შეკეთებას, თითოეული დეტალის დამზადება ურჩევნია. ხმებს თავადვე ჭედავს და აწყობს. კითხვაზე რომელია საუკეთესო ჟღერადობის, დაფიქრების გარეშე ქართულ გარმონზე მიუთითებს.

“ქართული მაინც სხვა ჟღერადობისაა, ესაა აზიური გარმონი, იტალიურსაც ძალიან კარგი ხმა აქვს. ადრე პანდემიამდე ბევრი ყიდულობდა თუმცა ახლა ცოტა კრიზისული სიტუაცია დაგვიდგა და შეკვეთები ნაკლებია. თუმცა, მიუხედავად ამისა მუშაობა მაინც არ შემიჩერებია, იქნება თუ არა მყიდველი მე არ გავჩერდები 76 წელი ამ საქმიანობას შევალიე და გაჩერებას არ ვაპირებ“,-ამბობს მეგარმონე.

წლებია, რაც გარმონების დამზადებაში მეუღლე ეხმარება. როგორც ავთანდილი ამბობს მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ გარმონი წელვადი და ესთეტიკური იყოს. ხმების გამოჭედვა კი ბაბუის მსგავსად თავის მე-9 კლასელ შვილისშვილსაც კარგად გამოსდის. როცა ბაბუა ახალ გარმონს ქმნის, შვილიშვილი ხმებზე მუშაობას.

როგორც ოსტატმა ამბობს ბაბუა და შვილიშვილი სამუშაოდ მალე ახალ სახელოსნოში გადავლენ, სადაც თავიანთ საყვარელ საქმიანობას გააგრძელებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები