მარტვილში მომხდარ საბედისწერო ავარიას გადარჩენილი მოძღვრის პირველი კომენტარი: რაღაცამ თითქოს ძალა მომცა და უკანა საქარე მინა ჩავამსხვრიე

მარტვილში, დღეს მომხდარი ავარიისას,  გადარჩენილი 38 წლის ვაჟა კორსავა, იგივე მამა ანგია “რეგიონულ კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სასულიერო პირი იხსენებს, ავარიის შემდეგ მანქანის უკანა საქარე მინა ჩაამსხვრია და იქიდან გადმოვიდა.

“რამდენიმე დღის წინ დამირეკა მერაბიმ და მთხოვა ავტომობილის შესაკეთებლად გავყოლოდი სოფელ კუბიშევში, თუმცა იმ დღეს წასვლა ვერ მოვახერხეთ. გუშინ ისევ დამირეკა და მთხოვა დღეს გავყოლოდი. მე იმიტომ შემარჩია, რომ საჭესთან მას ხშირად ეძინებოდა და თანამოსაუბრე სჭირდებოდა.
წამებში ისე გადავიდა ავტომობილი სავალი გზის ნაწილიდან რომ გონზე მოსვლა ვერც მოვასწარი.
მომხდარის შემდეგ რაღაცამ თითქოს ძალა მომცა, ჩავამტვირე ავტომობილის უკანა საქარე მინა და და იქიდან გადმოვედი, ვერ ვფიქრობდი და ვაზროვნებდი რა ხდებოდა.
მერაბის გარდაცვალების შესახებ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გავიგე”, – ამბობს მამა ანგია.

მამა ანგია ჭყონდიდისა და ყაზბეგის ეპარქიებში მსახურობს.

შეგახსენებთ, მარტვილის სოფელ გაჭედილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა დაიწვა და ერთი ადამიანი, 74 წლის მერაბ სიგუა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები