„ბავშვები ხელით დამზადებული სათამაშოებით თამაშს უნდა მივაჩვიოთ“- 42 წლის ხელოვანი უდედან

ჟოზე, პანდა, პირბადიანი ექიმი, კურდღელი და დათვი – ეს იმ სათამაშოების მცირე ჩამონათვალია, რასაც ხათუნა მღებრიშვილის სამუშაო კუთხეში ნახავთ.
3 შვილის დედა და ამავდროულად უდის მე-2 საბავშვო ბაღის ამღზრდელი, საქსოვ ძაფებსა და ჩხირებს პატარაობაში დაეუფლა. თავდაპირველად წინდებს ქსოვდა, მოგვიანებით როცა შვილიშვილის ლოდინში იყო, ბავშვებისთვის სათამაშოების მოქსოვაც დაიწყო.
„ვქსოვდი, მაგრამ ყაისნაღით არ ვიცოდი. მოგვიანებით ესეც ვცადე და გამომივიდა. ჯერ წინდები მოვქსოვე, გავაჩუქე უმრავლესობა. მერე ჩემი გოგო ბავშვს რომ ელოდებოდა, მითხრა იქნებ სათამაშოებიც მოქსოვოო. ინტერნეტში მოვიძიე ყველაფერი და ვისწავლე. ამ ყველაფერთან ერთად, კორონას გამო თავისუფალი დრო უფრო მეტი გამომიჩნდა და ვცდილოვდი ეს დრო ნაყოფიერად გამომეყენებინა. შევქმენი ფეისბუქ გვერდი სადაც ჩემს მიერ დამზადებული სათამაშოების ფოტოებს ვტვირთავ და ვყიდი“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ხათუნა მღებრიშვილმა.
42 წლის ხელოვანის განმარტებით, მისმა ნამუშევრებმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბებს მისი სათამაშოები უკვე გაცდა და შეკვეთები გერმანიაშიც გაგზავნა. ხათუნა ამბობს, რომ მომავალში მისი ნამუშევრები საზოგადოებისთვის უფრო მოთხოვნადი გახდება, რადგან ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს.
უფრო მეტი დეტალი 42 წლის ხელოვანზე ნახეთ, „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში:

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები