რუსთავში 12 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა „რუსთავში“ როგორც “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები