აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აბაშის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი  სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები