ახალციხე-ასპინძის გზაზე ავტომობილი თოვლის საწმენდ გრეიდერს შეეჯახა

ახალციხე-ასპინძის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თოვლიანობის გამო, სატრანსპორტო საშუალება იმ გრეიდერს შეეჯახა, რომელიც გზას წმენდდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ უცხადებენ, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო სამაშველო ბრიგადის მოსვლამდე ასპინძის საავადმყოფოში თვითმხილველმა გადაიყვანა.
„საგანგაშო არაფერია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნება. მალე გავწერთ“,- აცხადებენ საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები