“ დღეს ჩემს შვილს გაუჩინეთ იმედი” – სარდანაძეების ოჯახი თერჯოლის მერს და მამუკა მდინარაძეს მადლობას უხდის

  • სარდანაძეების ოჯახი თერჯოლის მერიას, მუნიციპალიტეტის მერს ლაშა გოგიაშვილს და “ქართული ოცნების” დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს მადლობას უხდის.
  • მათი თქმით, სოფელ ღვანკითში წლების განმავლობაში ვერ ჩადიოდნენ, რადგან სახლი დაზიანებული იყო, ახლა კი თერჯოლის მერიის დახმარებით, ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდებიან.
  • “ახალი წელი დგება და ძალან გახარებულები ვართ მთელი ოჯახი, წლები ვერ ჩავდიოდით ღვანკითში, სადაც უამინდობამ სახლი დაგვიზიანა, იმის გამო, რომ სოციალურად ძალიან გაგვიჭირდა, მივმართე თერჯოლის მერიას, მერს ბატონ ლაშა გოგიაშვილს, მივმართე მამუკა მდინარაძეს და დახმარება ვთხოვე. დღეს უკვე ჩემი სახლი, სადაც მე, ჩემი შვილი და მეუღლე წლები ვერ ჩავდიოდით, ჩავალთ და ახალ წელს შევხვდებით. ჩემო შვილებო, მამუკა და ლაშა, უდიდეს მადლობას გეუბნებით მე, გაჭირვების ჟამს რომ მომეცით საშუალება ჩავიდეთ საკუთარ სახლში. ჯანმრთელობამ ძალიან დაგვამძიმა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ დღეს ჩემს შვილს გაუჩინეთ იმედი, იმედი მომავლის და იმის, რომ ის თერჯოლას, ღვანკითს არ მოშორდება და მის წარმატებას დაუკავშირებს ამ მშვენიერ რაიონს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შვილებო, იხარეთ თქვენს ოჯახში და გამრავლდით და გაიხარეთ”, – წერს სარდანაძეების ოჯახი სამადლობელ წერილში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები