კომპანია “საქნახშირი” 1 დეკემბრიდან მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს

კომპანია „საქნახშირი”, რომლის 144 თანამშრომელს ორი კვირის წინ კოვიდ 19 დაუდასტურდა, პირველი დეკემბრიდან მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს. 27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა კომპანიის იმ 774 თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდ დადებითი არ აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან. კოვიდდადებითი 58 თანამშრომელი კი ბიულეტენზე გადავიდა და მკურნალობას არსებული რეკომენდაციების დაცვით დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები