რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ნოემბრის მონაცემით,  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფექციის 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
12 დადასტურებული შემთხვევიდან  5 ლენტეხის, ხოლო 6 ონისა და ამბროლაურის მაცხოვრებელია. დილის მონაცემებით კი ცაგერში ინფიცირების არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით გარდაცვლილია ორი პაციენტი, რომლებიც მკურნალობდნენ სტაციონარში და აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები.
სულ მხარეში თვითიზოლაციაში 600-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები