ბათუმში სალონის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს

სამართალდამცველებმა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს.

ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთერთი სალონი გუშინ გაქურდეს. “რეგიონული კვირას” ინფორმაციით, სალონიდან 60 ლარამდე თანხა მოიპარეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები