სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და ლელა ქებურია იქნებიან

პოლიტიკურმა პარტია “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება: ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში – გიგა ბოკერია, ზუგდიდელი ამომრჩევლების გულის მოგებას – გიგი უგულავა შეეცდება, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარულ ოლქში ქალი კანდიდატი – ლელა ქებურია შეეცდება მოიპოვოს საპარლამენტო მანდატი.

ზუგდიდში გიგი უგულავას კონკურენტი მმართველი გუნდიდან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი გახლავთ, ფოთი-სენაკი-ხობში გიგა ბოკერიას კონკურენტი კი, პარლამენტის წევრი – ირაკლი ხახუბიაა, რაც შეეხება წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილსა და აბაშაში ლელა ქებურიას კონკურენტი სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება.

ცნობისთვის, გიგი უგულავა მანამდე უარყოფდა, რომ არჩევნებზე ზუგდიდში იყრიდა კენჭს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მისი თქმით, 20 წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ის პირველად იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მისი განმარტებით, საქართველოს ყველაზე მეტად ევროპულ ნაწილს ფოთი-სენაკი-ხობი წარმოადგენს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 9 აპრილის ბაღში დღეს წარადგინეს. ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები