წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა – სტიქიამ კახეთის რეგიონი დააზარალა

კახეთის რეგიონში სტიქიამ მაგისტრალური გზები, ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები მნიშვნელოვნად დააზარალა. წვიმას, ქარს და სეტყვას, გარკვეულ მონაკვეთებზე თან ახლდა ქარბორბალაც, რამაც თელავი-ყვარელის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ჩაკეტა, ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

” სეტყვის ზომა იყო 35 მმ. გამოყენებული იქნა 150 სარაკეტო ჭურვი, სეტყვის ლიკვიდაციისთვის. წვიმას და ქარს თან მოჰყვა ქარბორბალა, რამაც დააზარალა მაგისტრალური გზები, წაქცეულია ხეები, შესაძლოა, მოსახლეობაშიც არსებობს გარკვეული პრობლემები. ყველაზე მეტად დაზარალდა თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტები, დამაკავშირებელი გზა ჩახერგილია,იმიტომ რომ მრავალწლიანი ხეებია მოგლეჯილი “,- განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ დროისთვის, სტიქიისგან დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სპეციალური კომისია მუშაობს. სალიკვიდაციო სამუშაოებს სამაშველო ჯგუფები და პოლიცია და ერთობლივად ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები